მე თეა წულუკიანთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა, არამხოლოდ პარტიული და პოლიტიკური ცხოვრებით, არამედ სხვა, წინა ცხოვრებაშიც ვმეგობრობდი თეასთან და ასე იქნება მომავალშიც. თეა არის მართლაც ძალიან ღირებული წევრი ჩვენი გუნდის, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალში
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
ზალკალიანი: თეა არის ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება
tbl.ge/3jhs
დაკოპირდა
საგარეო საქმეთა სამინისტრი დავით ზალკალიანი. ცნობისთვის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ გარკვეულ საკითხზე ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა და ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას. თეა წულუკიანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.
ამავე თემაზე
- გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის
- ქაცარავა: უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ
- კობერიძე "ოცნებიდან" დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
- ენძელა მაჭავარიანი: არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს რა, მყარად ვარ გუნდში
- ჩუგოშვილმა, ხულორდავამ, ქაცარავამ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა