ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 3-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც კერძო სკოლაც იყო განთავსებული.
ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს, მათ შორის ბავშვებს.
ნიგერიაში მშენებლობის რეგულაციების დარღვევის გამო მსგავი შემთხვევები ხშირია. 2016 წელს ეკლესიის ჩამონგრევას 100 ადამიანი ემსცვერპლა. იმავე წელს ლაგოსში 5-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად კი 30 ადამიანი დაიღუპა.