ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იყო გაჟღერებული, თითქოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის გადმოსული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რაც არ არის სიმართლე. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.
ამავე თემაზე
- ოკუპანტების გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს - სუს
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია – სუს
- მდინარაძე: ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნას
- რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს – სუს
- სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია