დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირის დასკვნით შეხვედრას რუსეთის ნაკრებთან გამართავს.
შეხვედრა, თბილისის დროით 16:00 საათზე, კრასნოდარის ცენტრალურ, "ყუბანის" სტადიონზე დაიწყება.
დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს, რადგან წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და გამარჯვებულებიც გახდნენ.