უმრავლესობის კანონპროექტი

ბესელია უმრავლესობას: ღილაკების ფერი ვერ გაგირკვევიათ და კაბინეტების გარჩევაში ხართ

იმ ადამიანებს ვისაც ჯერჯერობით კიდევ ვერ გაურკვევია ღილაკების ფერი, ან კაბინეტების და ოთახების გარჩევაში ხართ და თანამდებობებს არკვევთ და იქამდე სანამ პრიორიტეტები არის არეული, და ვიღაცას ჰგონია, რომ თანამდებობაზე ყოფნა ეს არის ცხოვრების მთავარი საზრისი, ამ დროს საზოგადოება შინ და გარეთ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ამ ქვეყნის კეთილისმსურველები, ძალიან ღელავენ იმ ცუდი პროექტის გამო, რომელიც არის შემოთავაზებული უმრავლესობის მიერ. ვისთვისაც სასამართლო არის, არა თავისუფლების გარანტი, არამედ საკუთარი ინტერესების სფერო, კორუფციისა და პირადი ინტერესების ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, აი იქამდე ვიდრე ეს პრიორიტეტები არეულია, მართლა შეუძლებელი იქნება ერთმანეთს ველაპარაკოთ იმ ენაზე, რომელიც არის ყველაზე მისაღები და გასაგები ენა საზოგადოებისთვის.

დეპუტატი ეკა ბესელია სესიაზე უმრავლესობის მიერ მოსამართლეების შესახებ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრობს.

კომენტარები