საირმეში, სასტრუმრო "საირმეს" თანამშრომელი შენობის მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალები უცნობია.