ბესელია-კობახიძის დაპირისპირება

ბესელია: კობახიძე დავასრულე, როცა ხელჩაკიდებული მოიყვანა ივანიშვილმა და არ მივიღე ბოდიში

დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა, მისი წასვლის ფორმალური გაფორმებაა დარჩენილი და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს, იქნებ, უშველოს მისმა პატრონმა, ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს და არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულებმა იარონ. ოღონდ მე ნაციონალურ მოძროაბასთან და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც და მის გუნდსაც ძალიან მალე დავასრულებ.

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის შესახებ. დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბესელიამ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლება დაკარგა და ახლა თანადგომა სჭირდება.

კომენტარები