არჩევნები 2019

კახაძე: 2016-ში ხმა იმიტომ არ მომცეს, რომ ნაცებთან ვიყავი ასოცირებული

მე არ შემიწუხებია არც ერთი ადამიანი. იცით, რამ იმოქმედა მაშინ ყველაზე მთავარი? პაატა ბურჭულაძესთან რახან ვიყავი, ე.ი ნაცი ვიყავი. დარწმუნებას, რომ ნაცი არა ვარ, ამას ხომ არ დავიწყებდი, ამას მე არ ვიკადრებდი, მაგრამ ხმამაღლა ვთქვი - თუ თქვენ რომელიმე ფიქრობთ, რომ მე ასოცირებული ვარ, არც მე არ მომცეთ ხმა, არც პარტიას მეთქი, ისე აგიხდათ ყველაფერი

ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ლადო კახაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში, კითხვაზე, რატომ ჰქონდა 2016 წლის არჩევნებზე დაბალი მხარდაჭერა. მან მთაწმინდის ოლქში 612 ხმა (2.65%) მიიღო.

კომენტარები