თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების რეიტინგში მე-6 ადგილზეა.
TAV Georgia-ს ცნობით, ამ პოზიციას თბილისის აეროპორტი უკვე ზედიზედ მეექვსედ იკავებს.
დაჯილდოება Skytrax World Airport Awards 2019 ლონდონში გაიმართა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები - 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.
აღმოსავლეთ ევროპაში აეროპორტების რეიტინგი ასეთია:
- ბუდაპეშტის აეროპორტი
- ტალინის აეროპორტი
- კიევის ბორისპოლის აეროპორტი
- ბუქარესტის აეროპორტი
- ბელგრადის აეროპორტი
- თბილისის აეროპორტი
- რიგის აეროპორტი
- ბრატისლავას აეროპორტი
- ზაგრების აეროპორტი
- სოფიას აეროპორტი
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.