რეკლამა

® პეკინის ქუჩაზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა

ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია.

როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.

"პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა“, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც "გრინვეიში“ აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.

ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა გრინვეიმ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.

კომენტარები