ქართული ოცნება

სამადაშვილი ივანიშვილზე: მკვდარ ცხენს რაც არ უნდა მათრახი გადაუჭირო მაინც ვერ გაჭენდება

ძალიან სამარცხვინო იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელით სპეკულაცია, ეს რაღაც ფარსი, რომელიც ვიხილეთ ზვიად გამსახურდიას სახელის გარშემო იმ ხალხისგან, რომელიც მართლა ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ რა იდეალებისთვისაც იბრძოდა გამსახურდია მთელი თავისი ცხოვრება. 

ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილიც არის, ასეთი გამოთქმა არსებობს ინგლისურად, რომ მკვდარ ცხენს რაც არ უნდა გადაუჭირო მათრახი ვერ გაჭენდება და  დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია დღეს ქართული ოცნება თავის არაფორმალურ მმართველიდან, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილზე ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები