ლანჩხუთის სოფელ წყალწმინდასთან ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.