TI-ის კვლევა: უმრავლესობის აზრით, ვალების განულების პროგრამა ხმების მიღებას ემსახურებოდა

MOF

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წარმოდგენილ ე.წ. "ვალების განულების" ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. 

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით "ვალების განულების ინიციატივას", პასუხები ასეთია: 

  • ძალიან დადებითად - 18%
  • დადებითად - 45%
  • ნეიტრალურად - 18%
  • უარყოფითად - 11%
  • ძალიან უარყოფითად - 4%
  • არ მსმენია - 1%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%

მოსაზრებას: 

"ვალების ჩამოწერის ინიციატივა, უპირველესად, მმართველი პარტიის მიერ მოსახლეობაზე ზრუნვა (​ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა​) იყო" 

  • სრულად ეთანხმება - 13%
  • ეთანხმება - 18%

მოსაზრებას: 

"ვალების ჩამოწერის ინიციატივა, უპირველესად, მმართველი პარტიის მიერ ადამიანების ხმების მოპოვების მცდელობა წინასაარჩევნოდ"

  • სრულად ეთანხმება - 38%
  • ეთანხმება - 16%

არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება - 2%

გარკვეულწილად ორივეს ეთანხმება - 7%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 7%

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

კომენტარები