მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

ბახტაძე ევროსაბჭოში: სტრასბურგში საქმეების რაოდენობა 80%-ით შემცირდა. გაგიმეორებთ, 80%-ით

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ინდიკატორი სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელია, რაც საქართველოს შემთხვევაში 80%-ით შემცირდა.

პრემიერმინისტრმა სხვადასხვა რეიტინგში საქართველოს ადგილის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრს ინფორმაცია რამდენჯერმე გაუმეორა.

მამუკა ბახტაძეს კითხვა ასე დაუსვეს: ეკონომისტმა დაგახასიათათ როგორც ჰიბრიდული რეჟიმი და არა სრული დემოკრატია. ეს მოლოცვის საბაბი არ არის, მაგრამ ვაფასებ ნაბიჯს ამ გზაზე. თქვენ საპარლამენტო არჩევნები გაქვთ მომდევნო წელს. როგორ უზრუნველყოფთ რომ გახდეთ სრულად დემოკრატიული?

საქართველოს პრემიერმინისტრმა საპასუხოდ თქვა, რომ კითხვის ავტორმა მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალის ახსენა, თუმცა სხვა ინფორმაციასაც მიაწოდებს.

"საქართველოს სრულად დემოკრატიულია და ჩვენ გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. თქვენ ახსენეთ რა თქმა უნდა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალი, მაგრამ ნება მომეცით სხვა ინფორმაციაც მოგაწოდოთ, რომელიც მოიცავს ჩვენს წარმატებას ორივე მიმართულებით - ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის განვითარების და გამჭვირვალობის. ჩემს გამოსვლაში მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ მეხუთე ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსით, რომელიც ზომავს ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სამთავრობო დონეზე. ეს არის საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. მეორე, როდესაც საქმე მიდგება დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ინდიკატორი არის აქ, სტრასბურგის სასამართლოში - საქმეების რაოდენობა 80%-ით შემცირდა. გაგიმეორებთ, 80%-ით. ბიზნესის კეთების ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ბანკი ატარებს, მსოფლიოში მეექვსე ვართ. უფლება მომეცით კიდევ გაგიმეოროთ - მეექვსე ადგილზე ვართ. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ არის ჩავარდნები და გვსურს ამას პასუხი გავცეთ სხვადასხვა ინსტიტუტების, მათ შორის ევროსაბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციებით. ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების სრული მოტივაცია. ვახსენე ასევე ეუთოს რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც გასულ წელს ჩატარდა. საქართველოს პარლამენტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ რეკომენდაციებზე, რათა მოხდეს მათ იმპლემენტაცია ჩვენს კანონმდებლობაში. გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ საქართველო ამ წარმატების ისტორიას ახალ დონეზე აიყვანს თქვენი მხარდაჭერით და რეკომენდაციით", - თქვა ბახტაძემ.

კომენტარები