ხანძარი

ავტომაგისტრალზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

rustavi 2

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სატვირთო მანქანას გაუჩნდა, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა. 

ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ხანძრის გამო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მაგისტრალი გადაკეტილია, თბილისიდან მოძრაოვი ავტომობილებისთვის გზა კი უკვე გაიხსნა. 

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარები