მე მგონი, ძალიან ნათელია, რაზე ვლაპარაკობთ. ამ დარბაზში არც დღეს და არც წინა კომიტეტზე არ იჯდა ერთი ადამიანიც კი, რომელიც გაიზიარებდა თქვენს განწყობებს და მოსაზრებებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მართლა პირველი შემთხვევაა, როდესაც ვერ მოახერხეთ მოგეყვანათ მაინც ვინმე, რომელიც თქვენი და კლანის ინტერესების გამტარებელ კანონპროექტს ფორმალურად მაინც დაუჭერდა მხარს. არავინ არ ზის ამ დარბაზში ისეთი, რომელიც ამ პოზიციას იზიარებს, მაგრამ ახლა ჩემი აზრით, შინაარსზე მნიშვნელოვანია ის თამაშის წესები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ. ხომ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერთ. პარტიის ვერტიკალში არ დარჩა არავინ, რომელმაც პირდაპირ არ გვითხრა და სახეში არ მოგვახალა, რომ ამ პროცედურაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს საკითხი უმრავლესობის შიგნით არის ამოწურული, თქვენ ელოდებით სიას, თავისუფალი კენჭისყრის ფარგლებში მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს ვიცით. ეს ხომ ახლა სინამდვილეში ფორმალური ამბავია. ძალაუფლება რომ გაქვთ და როცა გინდათ, მაშინ რომ ჩაატარებთ კენჭისყრას და მხარს რომ დაუჭერთ, ესეც ხომ ვიცით? აქ მთავარი იცით, რა არის? ძალაუფლებასთან ერთად მინიმალურ კეთილგონიერებას რომ არ იჩენთ, რომ ეს ძალაუფლება ისე გამოიყენოთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები მაინც გვაგრძნობინოთ
tbl.ge/3md9
დაკოპირდა
არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამინის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრის" წევრი სოფო ვერძეული სიტყვით გამოდის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ. ვერძეულს, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროტესტის ნიშნად აცვია მაისური, სახელწოდებით "კლანი უნდა წავიდეს". კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება, უმრავლესობას კი სურს, რომ კანონპროექტს კომიტეტზე კენჭი დასკვნის დადებამდე უყარონ.
სოფო ვერძეულიადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიEMCკობახიძის კანონპროექტიმოსამართლეთა კლანიკლანი უნდა წავიდესმოსამართლეთა შერჩევის წესი
ამავე თემაზე
- NGO-ები: კობახიძის კანონი გავლენიან ჯგუფს სასურველი გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევს
- პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ "კობახიძის კანონპროექტი" მე-3 მოსმენით მიიღო
- ნინო ლომჯარია: ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპს
- ბოკერია "ოცნებას": თქვენ მოახერხეთ, რომ ინაშვილის და მარშანიას გამოსვლების ნაწილს ვეთანხმები
- ინაშვილი "ოცნებას": ნუ დაიცავთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ისინი გამოგიტანენ განაჩენს