ქართული ოცნება არის დღეს მურუსიძის სასამართლოს დაკანონების ეტაპზე. მათ სურთ რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადაუფორმონ მურუსიძის კლანს, რომელიც ერთგულად და მორჩილად შეასრულებს ივანიშვილის მითითებებს. ეს არის მთავარი საკითხი და ამას ცდილობს ქართული ოცნების უმრავლესობა, რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო კი არ შესთავაზოს საზოგადოებას, არამედ ივანიშვილზე დამოკიდებული სასამართლო, რომელიც ნებისმიერი დაკვეთას არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით ამ დაკვეთებს შეუსრულებს
კობახიძის კანონპროექტი
კახიძე: "ოცნებას" სურს, რომ უზენაესი სასამართლო მურუსიძის კლანს საბოლოოდ გადაუფორმოს
tbl.ge/3mf4
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, პროტესტის მიუხედავად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.
ამავე თემაზე
- NGO-ები: კობახიძის კანონი გავლენიან ჯგუფს სასურველი გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევს
- პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ "კობახიძის კანონპროექტი" მე-3 მოსმენით მიიღო
- ნინო ლომჯარია: ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპს
- ბოკერია "ოცნებას": თქვენ მოახერხეთ, რომ ინაშვილის და მარშანიას გამოსვლების ნაწილს ვეთანხმები
- ინაშვილი "ოცნებას": ნუ დაიცავთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ისინი გამოგიტანენ განაჩენს