სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პიროვნების მიმართ დადებითმა შეფასებამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია.
საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს (52% მეტნაკლებად დადებიტად აფასებს, ხოლო 18% - აბსოლუტურად დადებითად). რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% აფასებს მას უარყოფითად (14% - მეტნაკლებად უარყოფითად, 5% - აბსოლუტურად უარყოფითად).
პასუხის გაცემაზე უარი 11%-მა განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია. 2000-იანი წლების დასაწყისში მათი რიცხვი, ვინც სტალინს დადებითად ან უარყოფითად აფასებდა, თითქმის ტოლი იყო.
2008-2014 წლებში საბჭოთა ლიდერის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება გაიზარდა. 2015 წლიდან კი ნელნელა იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტალინს ნეიტრალურად ან უარყოფითად აფასებენ.
რუსეთი