ორმა გორილამ იმ რეინჯერებთან ერთად, რომლებმაც ისინი ბრაკონიერებისგან გადაარჩინეს, სელფები გადაიღო.
შემთხვევა კონგოს ვირუნგას ნაციონალურ პარკში ანუ გორილების "თავშესაფარში" მოხდა, სადაც ისეთი მაიმუნები მიჰყავთ, რომლებსაც მშობლები ბრაკონიერებმა მოუკლეს.
პარკის წარმომადგენლების თქმით, გორილები ფიქრობენ რომ რეინჯერები მათი მშობლები არიან.
"ისინი ადამიანების იმიტაციას აკეთებენ, სწავლობენ როგორ უნდა იყვნენ ადამიანები, თუმცა ეს ხშირად არ ხდება. მე ძალიან გაოცებული ვიყავი ამის დანახვით, ეს სახალისო იყო. ძალიან უცნაურია, უყურო როგორ იმიტირებს გორილა ადამიანს და როგორ დგას ორ ფეხზე", - თქვა ერთ-ერთმა რეინჯერმა BBC-თან.