თელავის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყებისვე ცნობით, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია.