ჰოლანდიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოგებით დაიწყო თავისი პირველი პროფესიული ტურნირი დარტსში.
დანიის ღია პირველობაზე ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პირველ წრეში 4:2 დაამარცხა ტომას ანდერსენი. Sky Sports-ის ცნობით, ყოფილ ფეხბურთელს 7 ცდა დასჭირდა თამაშის დასასრულებლად.
შემდეგ რაუნდში, ვან დერ ვაარტმა 0:4 წააგო მასპინძელ მოგენს კრისტენსენთან და დატოვა ტურნირი.