ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება, პოლიტიკური კონტექსტის გამორიცხვა ახლა ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ამიტომ მაქსიმალურად მკაფიო უნდა იყოს ყველა პასუხი.
რუსთავი ორის საქმე
ბესელია R2-ზე: ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება
tbl.ge/3o2v
დაკოპირდა
ეკა ბესელია რუსთავი ორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ რუსთავი ორის ეთერში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას, ჯამში 26 მილიონს ლარს.
ამავე თემაზე
- ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს — არხი ეთერში დღეს გავიდა
- ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს, 29 ივლისს შეხვდება
- ჩუგოშვილი: მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“ რუსთავი 2-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა
- სალია რუსთავი 2-ზე: არანაირი საფუძველი, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა
- სესიაშვილი: R2 კერძო საკუთრებაა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე