მოგეხსენებათ, რომ წელს მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. აქაც გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი, ეს არის ფაქტობრივად 100%-იანი შესრულება და იმის ფონზე, რომ შარშან ამ პერიოდში იყო 73%-იანი შესრულება და გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე რომ თითქმის 100%-იანი შესრულებაა, ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონის 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს ციფრები არის დამაიმედებელი. ამასთან ერთად, მინდა მთელ გუნდს მივმართო და მოვუწოდო - ჩვენ გვსურს მეტი, ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი.
tbl.ge/3oes
დაკოპირდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობს ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე
ამავე თემაზე
- ბახტაძე: დავოსში მონაწილეობა მივიღე ბლოკჩეინის ფორუმში, ვისაუბრე ქართულ გამოცდილებაზე
- ბახტაძე: არაერთხელ მითქვამს, საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე
- bm.ge: მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, საქმიანობას მსოფლიო ბანკში გააგრძელებს
- წულუკიანი: ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მან იცოდა მოსმენა
- ბახტაძე: განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია