19 მაისს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში 2019 წლის პირველი ბაშო გაიმართება. ტურნირის მიზანია ნაცუ ბაშოზე მებრძოლი ქართველების - ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება, ასევე საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია.
სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდი: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 500 ლარი. ბაშოს გამარჯვებული ფულად პრიზთან ერთად ტოჩინოშინის იუკატას მიიღებს მისივე ხელმოწერით, რომელიც ტოჩინოშინმა სპეციალურად სიღნაღის ბაშოსთვის დააწესა.