ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების, სამწუხაროდ, "ლამაზ ტრადიციად". ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენ, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტებზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლებოდა, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს "ლამაზი ტრადიცია" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
არჩევნები 2019
კობახიძე: ფარული ჩანაწერები ჩვენი არჩევნების "ლამაზ ტრადიციად" იქცა, რომელიც უნდა დასრულდეს
tbl.ge/3ozs
დაკოპირდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს. ჩანაწერში, სავარაუდოდ დანელია პირს ეუბნება, რომ "ზემოდან" დავალება მიიღო, რომ ამომრჩევლის ხმები "ნებისმიერ ფასად" მიიღონ და "ყველაფერზე თანხმობაა მიღებული".
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019არჩევნები 2019ირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარექართული ოცნებაზუგდიდი
ამავე თემაზე
- ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- "ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე
- ბახტაძე: საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
- კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული
- დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს