975 000-მა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას მოთხოვნით, რომ Game of Thrones-ის მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ.
პეტიცია "დაწერონ Game of Thrones-ის მერვე სეზონი კომპეტენტურმა სცენარისტებმა".სერიალის ფანებმა 15 მაისს შეადგინეს
"ეს სერიალი იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც მნიშვნელობა ექნება”, - წერია აღწერაში.
პეტიცია სერიალის ფანებმა მერვე სეზონის მეხუთე სერიის "The Bells"-ის გამოსვლის შემდეგ შეადგინეს. სერიაში დენერის ტარგარიენმა მეფის სავანე თითქმის მთლიანად გადაწვა - ბრძოლას ლანისტერების არმია და დედოფალი, სერსეი ლანისტერი შეეწირნენ.
Game of Thrones-ის შემდეგი და უკანასკნელი სერია ხვალ, 19 მაისს გამოვა. მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.