ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარი არის ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში.
დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა.
ხმა მივეცი ასევე ნათელ, ევროპულ მომავალს.
გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, ამას ვნახავთ საღამოს, მე იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები, მთელი ქვეყნის მოლოდინია ზუგდიდის არჩევნების შედეგები