12:00-ის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 10.4%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 4568 ამომრჩეველი მივიდა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00-სთვის მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 18.3% იყო. მაშინ საარჩევნო უბნების გახსნიდან ოთხ საათში თავისი არჩევანი 8 023-მა ამომრჩეველმა გააკეთა.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.