განსაკუთრებით დასამახსოვრებელია, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის ერთგვარი შეხლა-შემოხლა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია. შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის presa.ge-ის წარმომადგენლის დაკავება, კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზება. ეს არის წლებია უკვე მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება. აუცილებელია, რომ ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება მოხდეს
რიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019
სალაძე: ეს არჩევნები 2020 წლის რეპეტიცია იყო, ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება წინ
tbl.ge/3pbm
დაკოპირდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე რუსთავი 2-თან 19 მაისს გამართულ არჩევნებს აფასებს. მთაწმინდის საარჩევნო ოლქის გარდა, ყველა ოლქი ქართულმა ოცნებამ მოიგო. მთაწმინდაზე მეორე ტური ივნისში გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
სულხან სალაძესაიასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია19 მაისის არჩევნებირიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019