ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი სპორტის სასახელში, 13 სექტემბერს კონცერტს გამართავს.
დევიდ გარეტი საქართველოს თავისი ახალი ალბომით "Unlimited – Greatest Hits"-ით ევროპის ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ბილეთების გაყიდვა 23 მაისს დაიწყება და მისი ფასი 80 ლარიდან 250 ლარამდე იქნება.
დევიდ გარეტი ევროპის ტურნეს 24 მაისს, გერმანიიდან იწყებს და 11 ოქტომბერს ესტონეთში ასრულებს.