მოდა

პრადა კოლექციებში ბუნებრივ ბეწვს აღარ გამოიყენებს

პრადას მაღაზია მილანში.

იტალიური მოდის სახლი PRADA 2020 წლის სექტემბრიდან კოლექციებში ბუნებრივ ბეწვს აღარ გამოიყენებს. ის ტანსაცმელი კი, რომელიც ბუნებრივი ბეწვით მანამდე არის შექმნილი გაყიდვაში დარჩება.

პრადამ ეს გადაწყვეტილება ორგანიზაცია Fur Free Alliance-თან ერთად მიიღო, რომელიც 40-ზე მეტ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას აერთიანებს.

გადაწყვეტილება მოდის სახლის დირექტორმა მიუჩია პრადამ გამოაცხადა.

"პრადას ჯგუფი ინოვაციებისა და სოციალური პასუხისმგებლობების ერთგულია, ხელოვნური ბეწვის გამოყენებაზე გადასვლაც სწორედ ამის მანიშნებელია. ინოვაციურ მასალებზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს რომ კრეატიული დიზიანის ახალი საზღვრები აღმოაჩინოს", - თქვა მიუჩია პრადამ.

პრადა არ არის პირველი მოდის სახლი, რომელიც ბუნებრივი ბეწვის გამოყენებას წყვეტს. აქამდე ეს გადაწყვეტილება გუჩიმ, შანელმა, ბარბერიმ, ვერსაჩემ, ვიქტორია ბექჰემმა, ფენდიმ და DKNY-მ მიიღეს.

კომენტარები