გიორგი კეკელიძე

კეკელიძე: ვინც სხვა ადამიანის ტრაგედიით ხარობს, არ შეიძლება მუშაობდეს საჯარო სამსახურში

1. ადამიანი, რომელიც სხვა, თუნდაც უკიდურესად განსხვავებული ადამიანის ტრაგედიით ხარობს და ამას რაღაც კანონზომიერების აღსრულებას მიაწერს, არ შეიძლება მუშაობდეს საჯარო სამსახურში, სადაც მას სხვა ათასობით განსხვავებული ადამიანის მსახურება აკისრია
2. აღშფოთებული ადამიანების რეაქციაც, პათოსიც და გამოხატვის ფორმაც, აქ და ახლა სრულიად ლოგიკურია - ამგვარი ტრაგედიის ფონზე ვერავის მოთხოვ რაფინირებულობას
3. ხვალ და ზეგ, ამ მოსმსახურეს, რომელიც იმედია მალე დატოვებს დაკავებულ პოზიციას, უნდა მივცეთ შანსი, რომ კერძო სივრცეში ( და არა ისევ სახელმწიფო სამსახურში) დაიბრუნოს ადამიანობა - თუ სურვილი ექნება ან შეძლებს

საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ ნანა კოსტავაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმ გოგოს დასცინა ტრაგედიაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანი და ტრაგიკულად დაეღუპა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

კომენტარები