ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.
საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.
კომპანიიც ცნობით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა.
"სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო" - ამბობენ ყაზტრანსგაზში.
დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.
"კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს" - ამბობენ კომპანიაში.