Game of Thrones-ის მსახიობმა სოფი ტერნერმა, კონან ო’ბრიენთან ინტერვიუში მისი და მეისი უილიამსის [არია სტარკი] ურთიერთობაზე ისაუბრა.
მსახიობის თქმით, ის და მეისი Got-ის გადასაღებ მოედანზე თამაშობდნენ ვითომ წყვილი იყვნენ.
“გადასაღებ მოედანზე, მე და მეისი გადავიღებდით სცენას, შემდეგ ერთმანეთს ვკოცნიდით შუა გადასაღებ მოედანზე და ვნახულობდით, ვინ როგორ რეაგირებდა ამაზე”, - თქვა სოფი ტერნერმა.
სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი სერიალში დებს თამაშობდნენ, თუმცა ისინი სერიალის გარეთაც ძალიან ახლო მეგობრები არიან.
“Game of Thrones-ში ინცესტი დაშვებულია, ამიტომ ისინი ამბობდნენ რომ ეს ნორმალურია. ხანდახან უბრალოდ გინდა, რომ შენს საუკეთესო მეგობართან ერთად გაერთო”, - თქვა სოფი ტერნერმა.