Tony Award

ალი სტროკერი პირველი ეტლით მოსარგებლე პირი გახდა, რომელმაც TONY AWARD-ზე გაიმარჯვა

The New York Times

ალი სტროკერი პირველი ეტლით მოსარგებლე ადამიანი გახდა, რომელმაც Tony Award-ზე ნომინაციის მიღება და გამარჯვება შეძლო.

ყოველწლიური დაჯილდოების Tony Award-ის 73-ე ღონისძიება გუშინ ჩატარდა.

ალი სტროკერმა გამარჯვება მიუზიკლ "Oklahoma"-ში შესრულებული ადო ანის როლისთვის შეძლო, მან ნომინაციაში - ქალი მსახიობის საუკეთესო შესრულებისთვის გაიმარჯვა.

ალი სტროკერი თეატრში.

"ეს ჯილდო არის ყველა შეზღუდული უნარის მქონე ბავშვისთვის, რომლებსაც ლიმიტები აქვთ, რომლებსაც გამოწვევები აქვთ, რომლებიც ელოდნენ რომ ენახათ საკუთარი თავები ამ სივრცეში - ეს თქვენ ხართ", - თქვა სიტყვაში მსახიობმა.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა მსახიობებსა და მეგობრებს.

"მადლობა ვუხდი ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებსაც ყოველთვის ეჭირათ ჩემი ხელი და რომლებიც დამეხმარენ ვყოფილიყავი ნიუ-იორკში", - თქვა სიტყვაში მსახიობმა.

31 წლის ალი სტროკერი, 2 წლის ასაკში ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ორივე ფეხი პარალიზებული აქვს. მან სიტყვის თქმისას მადლობა მშობლებსაც გადაუხადა.

"მე თქვენ მიყვარხართ, ჩვენ ეს შევძელით", - თქვა მან.

კომენტარები