რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, მე ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ამ საკითხს ვერ განვიხილავ. იყო ჩვენს ხალხებს შორის ბევრი უსიამოვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. ამ უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. უნდა ვაწარმოოთ თანაბარი დიალოგი ვეძებოთ გზები მწვავე საკითხების პოზიტიურად გადასაწყვეტად და ვფიქრობ, რომ თანაბარი დიალოგით და ნდობით შევძლებთ ჩავაცხროთ ის საკითხები, რაც წარსულში ერთმანეთისგან გვყოფდა. სხვა გზა არ არსებობს. 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა. ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მრავალრიცხოვანი დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან მე ვარ ასამბლეის პრეზიდენტი, თუ ჩამოვდივარ კერძო პირის სტატუსით დაცვით არასოდეს ვსარგებლობ
tbl.ge/3s6x
დაკოპირდა
ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსთავი 2-თან. გავრილოვი საქართველოში იმყოფება და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის, საიდანაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას უძღვება.
ამავე თემაზე
- გავრილოვი 20 ივნისზე: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა
- სერგეი გავრილოვმა FACEBOOK-ჯგუფ "მილიონ ქართველში" დაპოსტა
- გავრილოვი: საქართველომ რუსეთს და პუტინს, რომელიც არაფერ შუაშია, ბოდიში უნდა მოუხადოს
- გავრილოვი: საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს
- გავრილოვი: საუკუნეების განმავლობაში რუსეთი საქართველოს გენოციდისგან იხსნიდა