მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი, ეგ არ არის პრობლემა

თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი, ეგ არ არის პრობლემა. თუმცა, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ასამბლეები და საერთაშორისო ფორუმები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი შეუვალი და ჩემი პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო საპარლამენტო დიპლომატიისა, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნულ ინეტერსები, არ გვაქვს. რაც შეეხება ფორმას, ასამბლეის გამართვისას, ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება, აქ იყო დაშვებული შეცდომა

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები