მსოფლიოს გარშემო, უპატრონო ცხოველების თავშესაფარში ათასობით ძაღლი ცხოვრობს, ხშირად კი გარდა თავშესაფრის თანამშრომლებისა, მათ ცხოვრებას უკეთესს მოხალისეები ხდიან.
ასეთია 89 წლის მეისი გრინი, რომელმაც თავშესაფარში მცხოვრები ძაღლებისთვის 450 ცალი საბანი მოქსოვა.
“მე მიყვარს ქსოვა და მიყვარს ძაღლები, ამიტომ ეს ორი რამ შესანიშნავად გადაიკვეთა. 4 დღე დამჭირდა ყველაფრის მოსაქსოვად. ქსოვა დაკავებულ ადამიანად მამყოფებს და ხშირად მიყვარს ქსოვა ტელევიზორის ყურებისას. გახარებული ვარ, რომ შევძელი ოთხფეხა მოქალაქეებს დავხმარებოდი”, - თქვა ქალმა.