რუსული ოკუპაცია

რეზი ბროძელი თვალზე ხელის აფარებაზე: ერთი პროცენტითაც არ ვნანობ, რაც გავაკეთე

გუნდს არ სურდა ჩვენი გაშვება. მათ ჩემი ჟესტი სწორად გაიგეს. შევხვდი პრეზიდენტს და ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ორივე ერთ აზრზე ვიყავით, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა და სოლიდარობა იყო დაშავებული ხალხის მიმართ.

ეს იყო რუსეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება და გუნდი ამას ვერ შეეწინაღმდეგა. ჯერჯერობით მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, აუცილებლად გავაგრძელებ კარიერას საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მინდა გითხრათ, რომ ერთი პროცენტითაც არ ვნანობ იმ საქციელს, რაც გავაკეთე, უბრალოდ სასაცილოა, ასეთი რეაგირება რუსეთის მხრიდან

პოპსპორტთან საუბარში თქვა ქართველმა მორაგბემ რეზი ბროძელმა. მას და საბა ილურიძეს რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" კონტრაქტი გაუწყვიტა. მიზეზი ქართველი მორაგბეების მხრიდან ლელოს აღნიშვნა გახდა. ლელოს დადების შემდეგ, ბროძელი და ილურიძე თვალზე ხელის აფარებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კომენტარები