ანტისაოკუპაციო აქციების მე-15 დღეს პარლამენტთან აქცია-კონცერტი იწყება. რუსულ ოკუპაციას მუსიკოსები გააპროტესტებენ და შეუერთდებიან აქციის მონაწილეების მოთხოვნას - 20 ივნისის მიტინგის დარბევისთვის აიღოს პასუხისმგებლობა შს მინისტრმა და გადადგეს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
- KayaKata
- სოფო ბათილაშვილი
- ნიკა კოჩაროვი
- ერეკლე დეისაძე
- მწვანე ოთახი
- მარტივი გამოსავალი
- ჯგუფი არა
- რობი კუხიანიძე
- მაია დარსმელიძე
- გია თოიძე
- გიორგი უშიკიშვილი
- თამრიკო ჭოხონელიძე
- ანიტა რაჭველიშვილი
- თერიკა და დასავლელი
- Kung Fu Junkie
- Bedford Falls
- Mellow
- LOUDspeakers
- The BearFox
- Four Dimensional Monster Lobsters
- და სხვები!
"უკვე 2 კვირაა, ვიკრიბებით პარლამენტთან და ვითხოვთ შს მინისტრის გადაყენებას, 4 ივლისს კი, პროტესტის მე-15 დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები!
19:00 საათზე, პარლამენტთან, მოდი ქვეყნის სამსახურში, არა ძალადობას, არა რუსულ ოკუპაციას!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.