აზერბაიჯანში სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა 6 ივლისს, ადგილობრივი დროით 08:42 საათზე მოხდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატანკო ჭურვი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს ხელიდან დაუვარდა.