სირცხვილია

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ

ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილია" მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დილიდან პროპუტინურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. ისინი აცხადებენ, რომ "სირცხვილია"-ს აქციის გამართვის საშუალებას აღარ მისცემენ.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პარლამენტთან აქცია დღესაც დაიგეგმა. "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოუწოდებენ თავისუფალ მოქალაქეებს, 19:00-დან შეუერთდნენ პროტესტის მე-19 დღეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. 

ცოტა ხნის წინ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან აპარატურის მიტანა სცადეს, თუმცა, მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა მიზეზად უსაფრთხოება დაასახელეს.

"არა მარტო აპარატურა, ორგანიზატორებსაც არ უშვებენ, აცხადებენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, იმ შემთხვევაში თუ აქციას აქ ჩავატარებთ. ჩვენ ველოდებით, თუ როდის მოგვცემენ საშუალებას, რომ შემოვიტანოთ აპარატურა და აქცია ჩავატაროთ. პარლამენტის წინ აქცია გაგრძელდება სანამ გახარია არ გადადგება" -  ამბობდა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ლექსო მაჭავარიანი.

კომენტარები