ახალგაზრდების მიმართ ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო! მე სოლიდარული ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები იმათ მიმართ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის!
რაც შეეხება ჩემს პოზიციას გიორგი გახარიას გადადგომა-არ გადადგომაზე ჩემი განცხადება მიმართულია კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელსაც, ჩემი აზრით, სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება! ამიტომ მივიჩნიე, რომ გახარია არ უნდა გადადგეს მანამ, სანამ გამოძიება არ დაადგენს, არის თუ არა ის დამნაშავე სახელმწიფო ინსტიტუციების დაცვისას კონკრეტულ გადაცდომებში. და ამ გადაცდომებში თუ მისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, მაშინ მას ისედაც მოუწევს გადადგომა, მიუხედავად იმისა, ვინ უჭერს მას მხარს და ვინ არა.
თემურ თათარაშვილი