დღეს გავრილოვის ღამიდან ერთი თვე გავიდა. ანტისაოკუპაციო აქციის "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა 20-21 ივლისის აქციის დარბევის გასაპროტესტებლად თბილისში ფოტოები გაავრცელეს.
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტის ერთი თვის თავზე ქვეყნის სამსახურში გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირონ. ორგანიზატორთა და მომიტინგეთა თქმით, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.