პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას 800 მეხანძრე, 13 თვითმფრინავი და ვერტმფრენები ცდილობენ. მეხანძრეებს პორტუგალიის არმია და მათი ტექნიკაც ეხმარება. ცეცხლის 5 კერა შაბათს გაჩნდა და მის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, თუმცა ორი ამჟამად ლოკალიზებულია.
დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის 8 მეხანძრე. განხორციელდა მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად. არ გამორიცხავენ, რომ 5 მახლობელ ადგილას ცეცხლი განზრახ გააჩინეს.