რუსეთი

რუსი ჟურნალისტი სტატიაში ფრაზის "დიდი ძმა გითვალთვალებს" ჩართვისთვის დააკავეს

Medium

რუსეთში ციმბირში ქალაქ იაკურცკში ჟურნალისტი მიხაილ რომანოვი FSB-ს მიერ მოქალაქის წამების შესახებ დაწერილ სტატიაში ჯორჯ ორველის ნაწარმოებიდან 1984 მისი ცნობილი ფრაზის "დიდი ძმა გითვალთვალებს" ჩართვის გამო დააპატიმრეს.

მან FSB-ს მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის ერთერთი მკვლევარის ანტონ ამოსოვის წამების შესახებ სტატია დაწერა. სტატიაში ვკითხულობთ ცნობილ ფრაზას "დიდი ძმა გითვალთვალებს".

იაკურცკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომანოვი "მედიასა და ინტერნეტში აშკარად მცდარი, არასანდო სოციალური ინფორმაციიის გავრცელებისთვის, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეუქმნა" 30 000 რუბლის ოდენობით დააჯარიმეს.

რომანოვი რუსეთში პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ ბრალდებით დააკავეს.

რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან კიდევ ერთი პროტოკოლი დაარღვია - "ფარულად ჩართვა, რაც ადამიანის ქვეცნობიერზე საზიანო გავლენას ახდენს". აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ამ ბრალდებითაც პირველად გაასამართლეს.

"ეს არის ისტორია, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი სამთავრებო მანქანის გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს ისტორია ასევე არის იმაზე, თუ როგორ გითვალთვალებს დიდი ძმა - ონლაინ ფორუმებზე ყველა კომენტარს კითხულობს," - ჟურნალისტმა თქვა, რომ მაღალჩინოსნები მას აღნიშნულ ციტატაზე მოედავნენ, რადგან "მკითხველის ქვეცნობიერზე საზიანო გავლენას ახდენდა".

რუსეთში აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმა 30 000 რუბლიდან 100 000 რუბლამდე განისაზღვრება.

ბრალდებული და მისი უფლებადამცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს.

კომენტარები