A$AP Rocky

A$AP Rocky-ის ფანი დააკავეს, რომელიც შვედეთის საელჩოს შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

Variety.com

ამერიკაში A$AP Rocky-ის ფანი, რებეკა კანტერი დააკავეს, რომელიც მომღერლის გათავისუფლებას ითხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონში შვედეთის საელჩოს შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.   

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, კანტერმა შენობას სითხე შეასხა და ყვიროდა, რომ შენობას ააფეთქებდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სითხე "კოკა-კოლა" იყო. მომდევნო დღეს ის შენობასთან კვლავ იმავე მოთხოვნით მივიდა და თანამშრომლებს დაემუქრა.

რებეკა კანტერი საკუთრების ხელყოფისა და უნებართვოდ შეჭრის ბრალდებით დააპატიმრეს.  

25 ივლისს შვედეთის სასამართლომ ამერიკელი რეპერი პროცესის გამართვამდე პატიმრობაში დატოვა. 

რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით შვედეთს ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მიმართა.   

რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი რაკიმ მეიერსია, ივლისის დასაწყისში სკოტჰოლმში დააკვეს. ორი კაცი, რომელიც მასთან ერთად იყო, აგრეთვე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

A$AP Rocky მას შემდეგ დააკავეს, რაც შვედურმა გაზეთმა და ვერ გვერდმა TMZ ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს. 

კომენტარები