აგვისტოს ომი

გახარია: აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილები ჩვენი შვილებიც არიან

დღეს ძალზე მძიმე დღეა. ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატივი მივაგოთ და ქედი მოვიხაროთ თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს, ომში, ქვეყნის ერთიანობას, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უპირველესი ვალია, ვიზრუნოთ მათ ოჯახებსა და პირველ რიგში, მათ შვილებზე. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს... მათთან ერთად, ქედს ვიხრით და ვგლოვობთ. 
მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით.

კომენტარები