ავარია

სენაკი-თბილისის მაგსიტრალზე ორ ავტომობილს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

რუსთავი 2

სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე ორ ავტომობილს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ინფორმაცია ტაბულას მომხდარის შესახებ შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა ამბობენ, რომ გარდაცვლილების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

ცეცხლი უკვე ჩააქრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები