ფოტოგრაფი კრისტიან ვიცლი უკვე 30 წელზე მეტია წყალქვეშა სამყაროს იღებს.
კრისტიან ვიცლი ბავშვობიდან ოკეანეებით იყო გატაცებული, სავარაუდოდ მან ამიტომ გადაწყვიტა წყალქვეშა სამყაროს ფოტოგრაფი გამხდარიყო. ფოტოგრაფი მექსიკაში დაიბადა, შემდეგ 30-წლიანი ფოტოგრაფიის კარიერის შედეგად საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვება შეძლო. მისთვის დამახასიათებელი წყალქვეშა სამყაროს შავ-თეთრი სურათებია.
მან წიგნი "Silent Kingdom" გამოუშვა, სადაც ის თავის ხედვებსა და წარმოდგენებს ყვება წყალქვეშა სამყაროს შესახებ.